რუსული ავიაცია ირანის ავიაბაზაზე განთავსდება

რუსული შორი მოქმედების ბომბდამშენები „ტუ-22 მ3“ ირანში, ჰამადანის ავიაბაზაზე განთავსდა. ეს თვითმფრინავები სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ტელეკომპანია Al-Masdar News აქვეყნებს.
სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის ოფიციალური უწყებები ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
ამჟამად რუსული შორი მოქმედების ავიაცია სირიაში ობიექტების დასაბომბად ჩრდილოეთ ოსეთის აეროდრომებს იყენებს. ირანის ბაზიდან აფრენის შემთხვევაში მიზნამდე მანძილი ორჯერ შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები