თურქეთი ევროკავშირს ურთიერთობების გაწყვეტით ემუქრება

თურქეთი ევროკავშირს ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა. როგორც გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, თუ ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს არ გააუქმება, მაშინ ანკარა უარს იტყვის საიმიგრაციო კრიზისის მოჯვარების მიზნით ბრიუსელთან გაფრომებული შეთანმების შესრულებაზე.
“ან ერთდროულად ვასრულებთ შეთანხმების ყველა პირობას ან ეს საკითხი გვერდით გადავდოთ“, – განაცხადა თურქეთის პირველმა დიპლომატმა.
ჩავუშოღლუ აღნიშნავს, რომ ანკარა და ბრიუსელი უკვე შეთანხმდნენ, რომ თურქეთის ვიზალიბერალიზაციას ოქტომბერში მიიღებს. ევროკავშირში ამტკიცებენ, რომ თურქეთის ხელიუფლებამ უვიზო მიმოსვლის შემოღებისთვის დადგენილი კრიტერიუმები ვერ შესრულა. დავის საგანს მკაცრი ანტიტერორისტული კანონი წარმოადგენს. ევროპაში მიაჩნიათ, რომ ასეთი კანონმდებლობას თურქეთის ხელიუფლება პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იყენებს.
საიმიგრაციო კრიზისის მოგვარების მიზნით, თურქეთი დათანხმდა, საბერძნეთში ჩასული ყველა მიგრანტი მიიღოს. ევროკავშირი კი, თურქეთში უკვე მყოფ სირიელი ლტოლვილების ნაწილს შეიფარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები