გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართება

სამტრედია-ქუტაისის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართება.
ხვალ, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მათი ნათესავები, მეგობრები და გულშემატკივრები შეიკრიბებიან, სადაც სხვადასხვა ნივთები გაიყიდება. საქველმოქმედო ბაზრობაზე მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.ღონისძიებიდან შემოსული თანხა კი მთლიანად გიორგის და ნუცას მკურნალობას მოხმარდება.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ლომინაძეს და მის მეუღლეს თურქეთში ოპერაცია და რეაბილიტაცია სჭირდებათ, თუმცა ოჯახს ამის ფინანსური საშუალება არ გააჩნია. ახალგაზრდა წყვილი 21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავდნენ. ავარიის შედეგად, 4 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები