ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში მცხეთის ქუჩაზე კაპიტალურ რეაბილიტაციის სამუშაოებს იწყებს.
მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები 12 აგვისტოს დაიწყება და 60 კალენდარულ დღეში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჰერიო” აწარმოებს.
თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გზის რეაბილიტაციისთვის 767 570,93 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები