გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიაში ახლად გახსნილი საოჯახო ტიპის სასტუმრო – “თეთრი სახლი” დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიაში ახლად გახსნილი საოჯახო ტიპის სასტუმრო “თეთრი სახლი” დაათვალიერა.
სასტუმროს მეპატრონის, მერაბ ჩხოლარიას განმარტებით, საოჯახო ტიპის სასტუმროს მშენებლობის სურვილი ფესტივალმა Gem Fest-მა ჩაუსახა, რომელსაც წელს 40 ათასამდე სტუმარი დაესწრება. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ფესტივალი გახანგრძლივდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს მეტი შემოსავალი გაუჩნდებათ. 2015 წლის ზაფხულის შემდეგ, ანაკლიასა და განმუხურში 30-მდე საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია მოხდა, აშენდა 1 ახალი სასტუმრო, ასევე დაიწყო 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა განმუხურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები