8 აგვისტომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან და 6 – 8 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება არამდგრადი ამინდი. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ელჭექს ქარის შკვალური გაძლიერება მოჰყვება. ჰაერის ტემპერატურა +32, +37° იქნება. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, ზოგან – ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +34° იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები