შსს ბორჯომში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს (ფოტო)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ბორჯომში, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად დატბორილ სახლებსა და ქუჩებში სამაშველო, ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.
შსს-ს თანამშრომლებმა ბორჯომის ცენტრალური პარკიდან და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ე.წ. გოგირდის აბანოებიდან 40-მდე მოქალაქის ევაკუაცია განახორციელეს. ბორჯომში მობილიზებულ იქნა დამატებითი საპოლიციო და სამაშველო ჯგუფები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სხვა ქალაქებიდან. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, 200-მდე შეტყობინებაზე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება.
გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ბორჯომის ცენტრალურ პარკში, ბორჯომის პლატოზე, დაბა წაღვერსა და სადგერში. ბორჯომის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, გადადგილება შეზღუდულია.
გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა ბორჯომი-წაღვერის და ბორჯომი-სადგერი-ცემი-ტბა-პლატოს მიმართულებით, სადაც ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და გზა ჩახერგა.
ამ ეტაპზე, საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდულია მხოლოდ ბორჯომი-სადგერის მიმართულებით, სადაც ჩახერგილი გზის აქტიური გაწმენდა მიმდინარეობს.
13902731_619832611527816_5836414573178430869_n 13912894_619832488194495_4377409652238027711_n 13895246_619832368194507_9111375303958430389_n 13882170_619832478194496_1277475526634153360_n 13962508_619832281527849_2367484117315615674_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები