სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფი“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა აზერბაიჯანის მოქალაქე A. R., რომლის კუთვნილი ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სალონის წინა ნაწილში არსებულ სათავსოში და ასევე ავტომანქანის კარის ჯიბეში აღმოაჩინეს მედიკამენტი LYRICA- 1120 კაფსულა (300 mg pregabalin-ის შემცვლელობით).
აღნიშნული საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები