გიორგი პაპუაშვილის გამოსაკითხად დღეს პროკურორები ბათუმში ჩავლენ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს გამოიკითხება.
გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდება. პროკურორები საკონსტიტუციო სასამართლოში მისვლას 17:00 საათისთვის გეგმავენ.
ინფორმაცია, რომ დღეს გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვაა დანიშნული, მთავარ პროკურატურაში “კვირას” დაუდასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები