ადვოკატი: გამომძიებლისთვის, მოსამართლისთვის, პროკურორისთვის გახმაურებული საქმე არ არსებობს

ადვოკატ დავით ხომერიკის განცხადებით, ადამიანებს, რომელსაც სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ წარდგენილი, ხშირ შემთხვევაში, დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ლოდინი.
ადვოკატის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეები თანამიმდევრობის მიხედვით იხილება და გახმაურებული საქმეების დროზე ადრე განხილვა არ უნდა მოხდეს.
“საკონსტიტუციო სასამართლოს საიტიდან ამოვიღე ყველა დოკუმენტი. ყურადღება შევაჩერე მხოლოდ ორ მუხლზე – ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე 273-ე მუხლი და 260-ე მუხლი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა პირადი მოხმარების მიზნით. აღმოჩნდა, რომ წელს, თებერვლიდან მოყოლებული 31 სარჩელია შესული საკონსტიტუციო სასამართლოში, მათ შორის, 5 სარჩელია პიროვნებების მიერ შეტანილი, ხოლო დანარჩენი 26 სარჩელი წარდგენილი აქვს უზენაეს სასამართლოს, მათგან 15 ადამიანი უკვე მსჯავრდებულია, 24 ადამიანს კი, უკვე აღკვეთის ღონისძიება აქვს უკვე შეფარდებული.
მათი მოლოდინი არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. საერთოდ, საქმეების განხილვა ქრონოლოგიით მიდის. მართლმსაჯულება არ ცნობს ტერმინს – „გახმაურებული საქმე“. არსებობს რთული და მოცულობითი საქმე.
აქედან გამომდინარე, აჟიოტაჟის ატეხვა, რატომ არ განიხილა გახმაურებული საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ, არასწორია. გამომძიებლისთვის, მოსამართლისთვის, პროკურორისთვის გახმაურებული საქმე არ არსებობს. ის ყველა საქმეს თანაბრად უნდა მოეპყროს.
საკონსტიტუციო სასამართლო გარანტია იმის, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა და კანონიერება. 31 სარჩელიდან რომ არცერთს განიხილავს, პატიმრები გელოდებიან და ამ დროს გინდა განიხილონ გახმაურებული საქმე, არ არის სწორი”, – განაცხადა ხომერიკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები