სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტის აღმოჩენისას, „ცხელ ხაზზე“ დარეკონ

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მედიის წარმომადგენლებს ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობებში შეტანილი ცვლილებები გააცნო.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა განმარტა, მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული დადგენილების მიხდვით, პასუხისმგებელ ფარმაცევტს წამლის გაცემის პროცესის გაკონტროლების ვალდებულება ეკისრება. მათ პირველი ჯგუფის ფსიქტროპული მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში პროფესიული საქმიანობა სამი, ხოლო მეორე ჯგუფის მედიკამენტების გაცემის შემთხვევაში, ერთი წლით შეეზღუდებათ.
მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტის აღმოჩენისას სამინისტროს „ცხელ ხაზზე“: 1505-ზე დარეკონ, ყველა ზარზე უწყება რეაგირებას მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები