“საკონსტიტუციო სასამართლოში დოკუმენტების გამოცვლის ფაქტით გამოძიება უნდა დაინტერესდეს”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ვადებთან და პროცედურებთან დაკავშირებით დასმული კითხვებით საგამოძიებო ორგანო უნდა დაინტერესდეს.
როგორც საუბრისას მანანა კობახიძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი ტენდენციები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ თუ ვინმე ახდენს სასამართლოზე ზეწოლას, ეს “ნაციონალური მოძრაობა” და გიორგი პაპუაშვილია.
“პაპუაშვილი პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს აკეთებს, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ მას “ნაციონალური მოძრაობის” დავალებებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიზნები აქვს.
როდესაც კონკრეტული გახმაურებული საქმეები მაინცდამაინც, პირველ კოლეგიას ეწერება, სადაც ის მოსამართლეები არიან, რომლებსაც პირდაპირი კავშირები ჰქონდათ კონკრეტულ პირებთან, მაგალითად – კოპალეიშვილთან. ეს კავშირები გვაფიქრებინებს, რომ ეს ხალხი “ნაციონალური მოძრაობისგან” თავისუფალი არ არის.
საეჭვოდ, სწორედ ამიტომ ხდება საქმეთა განაწილების დროს, ამ კოლეგიისთვის იმ საქმეების განაწილება, რომელიც საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
გარდა ამისა, ძალიან საეჭვოა, რომ საქმეებზე, რომელთა განხილვასაც პლენუმი რამდენიმე თვე, ან ერთი წელი უნდებოდა, დღეს ძალიან დაჩქარებულ ვადებში იღებს გადაწყვეტილებას. მათ პრაქტიკულად, არ ეძლევათ ის ვადა, რომელიც განსახილველად აქვთ.
ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, როდესაც გაჟღერდა ინფორმაცია კონკრეტული დოკუმენტების საპროცესო ნორმების დაცვით წარდგენაზე, სარჩელების შეცვლასა და დაზუსტებაზე, რასაც კანონი არ ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები