ვარკეთილის ზემო პლატოზე, ახალი სკვერი და სათამაშო მოედანი მოეწყო

სამგორის რაიონში, ვარკეთილის ზემო პლატოზე, მესამე მასივში ახალი სკვერი მოეწყობის სამუშაოები დასრულდა.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების შედეგად, გაკეთდა ქვიშის მოედანი, წყაროები, ატრაქციონები, ე.წ. კაუჩუკის მოედნები, დაიგო ფილები, გამოიცვალა მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები. ყველა სკვერი სამგორის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
აღნიშნულ მისმართზე სამგორის რაიონის გამგეობის და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ, ასევე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. მესამე მასივის ზემო პლატო #39, #40, #41, #42, #43, #43ა და #43ბ კორპუსების სახურავები გადაიხურა, დამონტაჟდა სადარბაზოს კარი, გამოიცავალა შიდა წყალკანალიზაციის მილები, გადაიხურა სადარბაზოს შესასვლელები, მოხდა კორპუსის კაპიტალური გამაგრება, ჩატარდა ცენტრალური საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია, დაიგო ასფალტის საფარი.
“ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამგორის რაიონში. დასრულდა კიდევ ერთი ახალი სკვერის კეთილმოწყობა მესამე მასივში. ასევე, სკვერის მიმდებარე კორპუსებში მიმდინარეობს ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. გადაიხურა სახურავები, მოხდა კორპუსის კაპიტალრი გამაგრება, ჩატარდა ცენტრალური და შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია, ასევე მიმდინარეობს გზის მოასფალტება,”- განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.
განხორციელებული სამუშაოების ღირებულება 850 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები