საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა გაიმართება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში  ხვალ, 11:00 საათზე კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა გაიმართება, – ამის შესახებ სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“ა.წ. 3 აგვისტოს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N768(მოსარჩელეები – პარლამენტის წევრები: დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია და სხვა; მოპასუხე – საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი – „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-53 პუნქტი, მე-18 მუხლი, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები, 211 მუხლის მე-2 პუქნტის ფრაზა, 211-ე მუხლის მე-3 პუნქტის წინადადება, 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის ფრაზა 44-ე მუხლის პირველი პუნქტის ფრაზა, 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 44-ე მუხლის მე-4 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ბოლო წინადადება, 29-ე მუხლის მე-4 პუქნტისფრაზა, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ფრაზა, 29-ემუხლის მე-3 პუნქტის ფრაზა, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფრაზა, ორგანული კანონის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი), N769 (მოსარჩელეები – ერასტი ჯაკობია, კარინე შახპარონიანი; მოპასუხე საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი – „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-18 მუხლი, 211-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 44-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი), N790 (მოსარჩელეები – პარლამენტის წევრები: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი და სხვა; მოპასუხე – საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი – „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 44-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები, მე-3 პუნქტის სიტყვები) და N792 (მოსარჩელეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვა; მოპასუხე – საქართველოს პარლამენტი) დავის საგანი – „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი)კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები