სტიქიის გამო, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გართულებულია (ფოტო)

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა გართულებულია. სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს დატბორილი ქუჩები.
როგორც “კვირას” შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მათთან ამ დრომდე შეტყობინება არ შესულა.
სინოპტიკოსები 1-7 აგვისტოს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
wvima mshrali

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები