„ფონდი ნატახტარის“ საინფორმაციო შეხვედრები რუსთავის შეხვედრით დასრულდება

„ფონდი ნატახტარის“, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები ხვალ, რუსთავში ახალ სოციალურ საწარმოს დაათვალიერებენ.

სოციალური საწარმოს ტიპის ავტოსამრეცხაო, რომლის დონორები „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ და „ფონდი ნატახტარი“ არიან, ერთი თვის წინ დაფუძნდა და ფუნქციონირება დაიწყო.

სამრეცხაოში ანაზღაურებად სტაჟირებას ოთხი ბენეფიციარი გადის, მათ შორის, სახელმწიფო ზრუნვის სიტემაში მყოფი ორი არასრულწლოვანი და ორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა დასაქმების პერსპექტივით.

ხვალვე, რუსთავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, „ფონდი ნატახტარი“ მორიგ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრას მცირე საოჯახო სახლის, სოციალური სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და ბენეფიციარებიც დაესწრებიან, რომლებიც დამოუკიდებლად ცხოვრებას უკვე წარმატებით ახერხებენ.

ფონდის წარმომადგენლები სტუმრებს მზრუნველობამოკლებული მოზარდების პროფესიული მომზადების, განათლებისა და დასაქმების კუთხით გაწეული საქმიანობის ხუთწლიან დეტალურ ანგარიშს წარუდგენს.

26 ივლისიდან „ფონდი ნატახტარი“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საინფორმაციო-საანგარიშო შეხვედრები მართავს. შეხვედრები ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, მარნეულის, გორის, ახალციხისა და თელავის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში” შედგა, სადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რეგიონების მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების სოციალური სამსახურების თანამშრომლებსა და მედიას კომპანია „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ წარმომადგენლებმა „ფონდი ნატახტარისა“და ასოციაციის საქმიანობა და პროექტის სპეციფიკა გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები