ქუჩური გარჩევისას წალკაში 23 წლის ახალგაზრდა მოკლეს

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზდევანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ადგილობრივები მომხდარს ქუჩურ გარჩევას უკავშირებენ. მათივე ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, 45 წლამდე მამაკაცი კი დაიჭრა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მომხდარში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება ერთი პირის მიმართ სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, მეორე პირის მიმართ კი – სსკ-ის 19/108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და ეჭვმიტანილები ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები