საკონსტიტუციო სასამართლოში „უგულავა-კაბელების საქმის“ განხილვა გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლოში „უგულავა-კაბელების საქმის“ განხილვა გადაიდო. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულის მიზეზი კვორუმის უქონლობა გახდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მხარეებს დამატებით ეცნობებათ აღნიშნული სარჩელების განხილვის თარიღის თაობაზე.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა N740 და N764 კონსტიტუციურ სარჩელებზე – „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გადაიდო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შემადგენლობის კვორუმის არარსებობის გამო“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები