საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტზე 668 გადამხდელი დაჯარიმდა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 781 ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებბა 6976 გადამხდელი შეამოწმეს, რის შედეგადაც, სხვადასხვა სახის საგადასახადო სამართალდარღვევები დაფიქსირდა.

გამოვლინდა საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 22 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 91 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 668 შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები