დავით სერგეენკო: რამდენიმე საათი მაინც დავუცდიდი ტემპერატურის დაწევას და ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი

თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნასთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხიდაშელის ადგილას იგი ასეთი კატეგორიული არ იქნებოდა. სერგეენკო ამბობს, რომ ყოფილი მინისტრი ტემპერატურის დაწევას უნდა დალოდებოდა და გააზრებული განცხადება შემდეგ გაეკეთებინა. „ჩემი ყოფილი კოლეგის თინა ხიდაშელის ადგილას ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი. რამდენიმე საათი მაინც დავუცდიდი ტემპერატურის დაწევას, გააზრებას და არა პირდაპირ სანქციების დადებას, რომ ეს არის ბოლშევიზმი. პიროვნული პატივისცემის მიუხედავად, ვერ დავეთანხმები ნამდვილად“, – განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თანამდებობა ოფიციალურად გუშინ დატოვა. მის შემცვლელად კი პრემიერ-მინისტრმა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია წარადგინა. მოგვიანებით, სწორედ პრემიერის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ყოფილი მინისტრი და განაცხადა: „პირდაპირ, რომ ვთქვა, არ შეიძლება ჯარს თავზე სუს-ი დაასვა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები