ბრაზილიაში „ფორმულა-1“-ის პრეზიდენტის სიდედრი გაიტაცეს

ბრაზილიაში Formula One Management-ის პრეზიდენტის, ბერნი ეკლსტოუნის სიდედრი, აპარესიდა შუნკი გაიტაცეს. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, გამტაცებლები 36 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ადამიანების გატაცება ბრაზილიაში 2000-იანი წლების დასაწყისში ძალზე გავრცელებული დანაშაული იყო, თუმცა ის მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც ამ დანაშაულთან საბრძოლველად სპეციალური ქვედანაყოფი შეიქმნა. ბერნი ეკლსტოუნი სპორტის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანად ითვლება. მისი ქონება 3,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები