სომალიში ორი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოს მახლობლად, აეროპორტთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის გაეროს თანაშრომლები დაიღუპნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
აფეთქებები გაეროს ნაღმსაწინააღმდეგო მისიისა და აფრიკული კავშირის სამშვიდობო ძალების ბაზასთან მოხდა. ორივე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს. აფეთქებების შემდეგ სროლის ხმაც ისმოდა, თუმცა ტერორისტებმა ბაზების ტერიტორიაზე შეღწევა ვერ მოახერხეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „აშ-შაბაბმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები