ნიცაში მოტოციკლის შესაძენ ფულს უგროვებენ მამაკაცს, რომელმაც ტერაქტის დღეს გმირობა ჩაიდინა

მამაკაცისთვის, რომელმაც ნიცაში ტერაქტის დღეს სატვირთო ავტომობილის შეჩერება სცადა და ბორბლების ქვეშ საკუთარი მოტოციკლი შეაგდო, ახალი მოტოციკლის საყიდლად ფულს უგროვებენ. ამის შესახებ რადიოსადგური France Info იუწყება. 14 ივლისს მამაკაცი, სახელად ფრენკი ნიცის სანაპიროზე ცოლთან ერთად იმყოფებოდა. როდესაც მან დაინახა, რომ სანაპიროზე სატვირთო ავტომობილი შევარდა და ხალხს გადაუარა, ფრენკი მოტოციკლით სატვირთო ავტომობილს გაეკიდა და მოტოციკლი განზრახ შეაგდო მანქანის ბორბლების ქვეშ. ასევე, მან მანქანის კაბინაზე აძვრომა შეძლო და ტერორისტს სახეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მალევე სატვირთო გაჩერდა და ტერორისტი პოლიციამ მოკლა. ფრენკისთვის უკვე 21 ათასი ევრო შეაგროვეს. ამ თანხის ნაწილი ტერაქტის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება. საფრანგეთში ამ ადამიანისთვის გმირობისთვის ორდენის მინიჭებასაც ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები