ჩინური გემი პანამის არხის კედელს შეეჯახა

ჩინური კონტეინერმზიდი გემი პანამის არხის კედელს შეეჯახა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გემი Xin Fei Zhou, რომელიც ჩინურ კომპანია China Shipping Container Lines-ს ეკუთვნის, ინციდენტის შემდეგ სარემონტოდ გააგზავნეს. ავარიის შედეგად ის სერიოზულად დაზიანდა. პანამის არხის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ამ და ორი წინა ინციდენტის დეტალურ გამოძიებას ჩაატარებს. ცოტა ხნის წინ პანამის არხში ახალი კალაპოტი გაიხსნა, რომელიც უფრო ფართოა. მიუხედავად ამისა, აქ უკვე მსგავსი ტიპის სამი ინციდენტი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები