ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის თვითმხილველის მეუღლე: მას არ უთქვამს, რომ იარაღი ახალგაზრდებსაც ჰქონდათ

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველის მეუღლე, ნათელა წიქარიშვილი დაიკითხა.
როგორც მან განაცხადა, მეუღლემ, გარდაცვალებამდე, ნავთლუღის სპეცოპერაციის დეტალები მოუყვა.
წიქარიშვილის თქმით, მისი მეუღლე 2006 წელს ნავთლუღში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა და შეესწრო ფაქტს, როდესაც ახალგაზრდებს შეიარაღებული პირები მისდევდნენ.
“ჩემი მეუღლე ალექსი წიქარიშვილი 2006 წელს მუშაობდა ნავთლუღის ავტოსადგომთან მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე. როდესაც სახლში დაბრუნდა, მითხრა, რომ შეიარაღებული პირები 3 ახალგაზრდას მისდევდნენ. ბიჭები ითხოვდნენ შველას და ჩაცხრილეს. არ უთქვამს, რომ იარაღი ახალგაზრდებსაც ჰქონდათ და ისინიც ისროდნენ”,-განაცხადა ნათელა წიქარიშვილმა.
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსან გიორგი დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერასა“ და კუდ-ის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას აქვთ წაყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები