ერევნის პოლიციის განყოფილებასთან ორმხრივი სროლის შედეგად ორი თავდამსხმელი დაიჭრა

შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი დაიჭრა გვიან ღამით ერევნის პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი ორმხრივი სროლის დროს. სომხეთის პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეიარაღებული შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაჯგუფების წევრებმა პოლიციის შენობის წინ ორი ავტომობილი მიიყვანეს და მათ ცეცხლი მოუკიდეს. ამის შემდეგ სამმა მათგანმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა. ორმხრივი სროლის დროს ორი ბოროტმოქმედი დაიჭრა. ორშაბათს, დენის გათიშვის პროტესტის ნიშნად, შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის მანქანა დაწვეს. წინა დღეს კი მათ ყველა მძევალი გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები