თურქეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმა იგეგმება

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმა იგეგმება. მისი თქმით, ამ საკითხზე პარტიებს შორის კონსენსუსი არსებობს. პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერების შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორშაბათს გაიმართა. კონკრეტულად რა შეიცვლება კონსტიტუციაში, ილდირიმმა არ დააკონკრეტა. მან მხოლოდ თქვა, რომ ცვლილებები „გარკვეულ მუხლებს“ შეეხებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები