მილანის მეტროში ევაკუაცია გამოცხადდა

მილანის პოლიციამ მეტროს სადგურ Centrale-ში მგზავრთა ევაკუაცია გამოაცხადა. ამის მიზეზი საეჭვო ნივთი გახდა. ასევე პოლიციამ მეტროს ორ ხაზზე მატარებლების მოძრაობა გააჩერა. გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, მეტროს სადგურზე საეჭვო ყუთი აღმოაჩინეს, რომელიც მავთულებით ბატარეებთან იყო მიერთებული. მოგვიანებით ეს ყუთი მესანგრეებმა ააფეთქეს. გერმანიასა და საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების შემდეგ იტალიაში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები