მექსიკაში „ბესამე მუჩოს“ ავტორი გარდაიცვალა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ერთ-ერთ საავადმყოფოში კომპოზიტორი კონსუელა ველასკესი გარდაიცვალა. ის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერის – „ბესამე მუჩოს“ ავტორია. ველასკესი 84 წლის იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გართულდა.
„ბესამე მუჩო“ („მაგრად მაკოცე“) ველასკესმა 15 წლის ასაკში დაწერა. მას შემდეგ მან არაერთი სიმღერა, სონატა და სიმფონია შექმნა, მაგრამ ასეთი პოპულარული არცერთი არ გამხდარა.
„ბესამე მუჩო“ დღემდე მე-20 საუკუნის პოპულარული კომპოზიციების ათეულშია. ის მსოფლიოს 120 ენაზე ისეთმა ცნობილმა მომღერლებმა შეასრულეს, როგორიცაა: პლასიდო დომინგო, ხოსე კარერასი, ლუი არმსტრონგი, ელა ფიჯერალდი, ასევე ფრენკ სინატრა და ელვის პრესლი. ცნობილი ბრიტანული ჯგუფ „ბითლზის“ ერთ-ერთი პირველი სიმღერა სწორედ „ბესამე მუჩო“ იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები