შვიდი გარდაცვლილი – თურქეთში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სანლიუფრასთან მომხდარ ავტოავარიას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. დაღუპულთა შორის 7 და 10 წლის ბავშვები არიან. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. პოლიციის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს შეეჯახა. მსუბუქ მანქანაში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. ამჟამად ტრაგედიის მიზეზების შესწავლა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები