საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე გაგრძელდება

საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსები თვის ბოლოს კახეთში სეტყვას ვარაუდობენ.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოში განუცხადეს, 24-25 ივლისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსამდე მოიმატებს.
26 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა 29-30 გრადუსამდე აიწევს, თუმცა თუმცა 28-29 ივლისს დასავლეთ საქართველოს რაიონებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. თვის ბოლომდე კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს.
24-25 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოსა და ღამის საათებში ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. შიდა ქართლში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 27-28 გრადუსი იქნება; ქვემო ქართლში – 29-31 გრადუსი; კახეთში – 31-33 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება, თუმცა 26-27 ივლისს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
28-29 ივლისს სინოპტიკოსები კახეთში სეტყვას ვარაუდობენ. 28-29 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისშიც, დროგამოშვებით დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები