მიუნხენში მომხდარ სროლებს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

შესაბამისმა უწყებებმა მიუნხენში მომხდარ სროლებს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცეს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია, საგამოძიებო უწყებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
“დოიჩე ველე“ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მიუნხენში სროლები სამ ადგილზე განხორციელდა – ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, ჰანაუერშტრასისა და რისშტრასეს ქუჩებზე.
არსებული ინფორმაციით, სროლების შედეგად დაღუპულია 15-ზე მეტი ადამიანი, დაჭრილების რაოდენობის შესახებ ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები