მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სროლების შედეგად გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას პოლიცია ადასტურებს

გერმანიაში, მიუნხენში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრთან მდებარე კაფეში და მეტროს სადგურზე გახსნა.
ქალაქში მიმდინარე სროლებთან დაკავშირებით ინორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ადგილობრივი პოლიცია გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
დაღუპულთა რაოდენობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. არსებული მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 15-ს აჭარბებს. რაც შეეხება დაჭრილთა რიცხვს, არც ამის შესახებაა ზუსტი მონაცემები ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავე მარტო მოქმედებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები