რუსეთმა თურქეთთან რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინა

რუსეთმა 22 ივლისიდან თურქეთთან რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინა. „როსავიაციამ“ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწესებული შეზღუდვები გააუქმა.
„ბიბლიო გლობუსის“ მმართველმა დირექტორმა ალექსანდრე ტუგოლუკოვმა გამოცემა „რბკ“-ს განუცხადა, რომ კომპანია თურქეთში ტურისტების გაგზავნას განაახლებს. „თურქეთში ტურისტების გამგზავრებას 23 ივლისიდან განვაახლებთ“, – აცხადებს ტუგოლუკოვი.
ფრენას კომპანია „აეროფლოტიც“ განაახლებს. კომპანია რეისებს სტამბოლისა და ანტალიის მიმართულებით შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები