თურქეთის იუსტიციის მინისტრი – სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე ევროკავშირის აზრი გათვალისწინებული არ იქნება

თურქეთის იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაგი აცხადებს, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენის საკითხის განხილვისას ევროკავშირის პოზიცია გათვალისწინებული არ იქნება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მანამდე ბრიუსელში განაცხადეს, რომ თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ის ევროკავშირის წევრი არასოდეს იქნება.
როგორც ბოზდაგმა CNN Turk-ის ეთერში განაცხადა, ამ საკითხის გადაჭრა თურქეთის კანონმდებლობას, და არა ევროკავშირის სურვილებს უნდა ეფუძნებოდეს.
თურქეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი 2004 წელს გამოცხადდა. წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ პრეზიდენტ ერდოღანის მომხრეებმა ამბოხებული სამხედროების სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ გვესმის თქვენი მოთხოვნა. თუ დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხს რამე სურს, ის ამას მიიღებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები