ერდოღანი სახელმწიფო გადატრიალების ახალ მცდელობას არ გამორიცხავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების ახალ მცდელობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამასთანავე, ერდოღანი ამბობს, რომ ახალი გადატრიალების მონაწილეებს მიზნის მიღწევა ძალზე გაუჭირდებათ, ვინაიდან ხელისუფლება „უფრო ფხიზლად არის“.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამხედრო ამბოხების წინ დაზვერვას, უდავოდ, გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა. პრეზიდენტი ამბობს, რომ „ამის უარყოფა, ან დამალვა სრული უაზრობა იქნებოდა“.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15-16 ივლისს, ღამით სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. ბოლო მონაცემებით, შეიარაღებულ დაპირისპირებას 246 ადამიანი ემსხვერპლა, ორი ათასი კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები