ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ბენგალის ყურის თავზე დაიკარგა

ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი ბენგალის ყურის თავზე დაიკარგა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. „ან-32“-ის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავს სამხედრო მოსამსახურეები ქალაქ ჩენაიდან პორტ-ბლერში გადაჰყავდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო სამაშველო ოპერაცია. მასში თვითმფრინავები და ხომალდები მონაწილეობენ. „ან-32“-ს გამოშვება 1970-იან წლებში დაიწყო. ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში 100 ასეთი თვითმფრინავია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები