იემენში ადგილობრივი ჟურნალისტი დაიღუპა

იემენის დასავლეთ ნაწილში ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
აბდულქერიმ ალ ჯებრანი სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულ ხუსიტებს შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებს აშუქებდა. ალ ჯებრანი საუდის არაბეთის საზღვრის სიახლოვეს დაიღუპა.
იემენის ჟურნალისტთა კავშირი იუწყება, რომ გასული წლის მარტიდან ქვეყნის ტერიტორიაზე 10 ჟურნალისტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები