ვოლსკი – პაპუაშვილზე: დამაფიქრებელი და საგანგაშოა მისი განცხადებები

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გარკვეულ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.
მმართველი გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ პაპუაშვილის განცხადებები სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეებზე ზეწოლის ნიშნებიც კი არ არსებობს.
„ეს სერიოზული საკითხია იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება გვეგონოს. დამაფიქრებელი და საგანგაშოა მისი განცხადებები“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ცალკეული მოსამართლეების თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები