“X მოსამართლეზე, X საქმეზე, უცნობი პირისგან გაურკვეველი სახელებით, ზეწოლებით მხოლოდ საუბარი საკმარისი ვერ არის”

გიორგი პაპუაშვილის მიერ გუშინ მოსამართლეებზე მიმდინარე ზეწოლებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია გამოეხმაურა.
როგორც მან თემის კომენტირებისას აღნიშნა, პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები უნდა დაასახელოს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მზად არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდეს.
„ზოგადი განცხადებით მსჯელობა და ზოგადი განცხადებებით, რომელიც არ შეიცავს კონკრეტიკას, შეუძლებელია დასკვნების გაკეთება. X მოსამართლეზე, X საქმეზე, უცნობი პირისგან გაურკვეველი სახელებით, ზეწოლებით მხოლოდ საუბარი საკმარისი ვერ არის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები