„დავუკავშირდი გიორგი პაპუაშვილს და შევთავაზე, ყველა ინფორმაცია, რომელსაც ფლობს, პროკურატურას მიაწოდოს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დაუკავშირდა და შესთავაზა, ყველა ინფორმაცია, რასაც ფლობს, გენერალურ პროკურატურას მიაწოდოს.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მთავარ პროკურორსაც ესაუბრა.
“მე პოლიტიკური შეფასებისგან თავს შევიკავებ, გეტყვით მხოლოდ, რომ ამ განცხადებიდან სულ რაღაც ერთ საათში მე დავუკავშირდი ტელეფონით გიორგი პაპუაშვილს და შევთავაზე, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რასაც ის ფლობს, გენერალურ პროკურატურას. მე ასევე ვესაუბრე მთავარ პროკურორს და ისინი მზად არიან, ჩაიბარონ ჩვენება. კარგი იქნება, თუ ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ კუთხით რაიმე სახის ჩივილი გააჩნია, მიმართავს პროკურატურას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, ცალკეულ მოსამართლეების მიმართ თვალთვალი და შანტაჟი ხორციელდება. პაპუაშვილის თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს ძირითადად იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები