„ისლამური სახელმწიფო“ პარიზში, ნიცასა და მარსელში ახალი ტერაქტებით იმუქრება – ვიდეო

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მუქარის შემცველი ახალი ვიდეო გამოაქვეყნეს. ისინი პარიზში, ნიცასა და მარსელში ახალი ტერაქტებით იმუქრებიან.
ვიდეორგოლში ტერორისტებიო ბავშვებს აჩვენებენ, რომლებიც თითქოსდა, კოალიციის ავიადარტყმების შედეგად დაშავდნენ. ბოლოს კი ორი მამაკაცის სიკვდილით დასჯაა ნაჩვენები, რომლებსაც ისლამისტებმა თავები მოჰკვეთეს. ვიდეორგოლი, სავარაუდოდ, ერაყშია გადაღებული. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ბოევიკები“ თავის სამიზნეებს შორის პირველად ახსენებენ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები