ყაზახეთის სასამართლომ ალმა-ატის თავდასხმის მონაწილეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ყაზახეთის სასამართლომ რუსლან კულეკბაევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს ადამიანი ალმა-ატაში რამდენიმე დღის წინ პოლიციელებზე მომხდარი თავდასხმის მონაწილეა.
სროლა ალმა-ატის ცენტრში, პოლიციის განყოფილებასთან ორშაბათს მოხდა. თავდამსხმელმა ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი პოლიციელი მოკლა. ყაზახეთის პრეზიდენტმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. ეს ყაზახეთში ბოლო ხნის განმავლობაში თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. 5 ივნისს ქალაქ აქტობეში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები