მანანა კობახიძე: გიორგი პაპუაშვილის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ გიორგი პაპუაშვილის განცხადება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ მიზანმიმართულ ზეწოლას ეხებოდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
“მგონია, რომ ეს არის განცხადება, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ზეწოლა უნდა გამოიხატებოდეს კონკრეტულ ქმედებებში და არა ზეპირ განცხადებებში. თუ მას აქვს რაიმე სამხილი, აუცილებლად უნდა გაასაჯაროოს. მოსამართლეა და მტკიცებულების ფასი ყველაზე კარგად უნდა იცოდეს. თუ არ მიმართავს შესაბამის უწყებებს, ეს იქნება განცხადება დემაგოგიის მიზნით”, – განაცხადა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები