ირანში 40 ტერორისტი დააკავეს

ირანში დაკავებულია ტერორისტთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ტერაქტებს გეგმავდა. ამის შესახებ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აბდოლრეზ რაჰმანი ფაზლი იუწყება. მისი ინფორმაციით, ტერორისტებს 20 მეტრის სიღრმეზე 40-მეტრიანი გვირაბი ჰქონდათ ამოთხრილი და ძლიერ აფეთქებას გეგმავდნენ. გვირაბი ერთ-ერთი სახლის ეზოში იწყებოდა და ორ ობიექტს უკავშირდებოდა – ერთ-ერთი ობიექტი სამხედროებს, მეორე კი უშიშროების ძალებს ეკუთვნოდა. ტერორისტები სწორედ მათ აფეთქებას აპირებდნენ. რამდენიმე დღის წინ კი ირანის სპეცსამსახურებმა ქალაქ ხაშის მახლობლად სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც ხუთი ტერორისტი იყო განადგურებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები