დავით ნარმანია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მგზავრების გადაადგილება მაქსიმალურად კომფორტული იყოს

ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ და კომპანია ერთობლივად, რომ მგზავრების გადაადგილება ზაფხულის განმავლობაში იყოს მაქსიმალურად კომფორტული, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
როგორც ნარმანიამ განმარტა, სატრანსპორტო კომპანია, ისევე როგორც კერძო მიკროავტობუსების კომპანია, ახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს, რაც მთელი ქალაქის მასშტაბით მონიტორინგს გულისხმობს.
”თბილისის მერიის მითითების შესაბამისად და ჩემი უშუალო დავალებით, სატრანსპორტო კომპანია, ისევე როგორც კერძო მიკროავტობუსების კომპანია, ახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს მთელი ქალაქის მასშტაბით მონიტორინგს.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მიკროავტობუსები, რომელთაც არ ჰქონდათ კონდიციონერები ჩართული და, შესაბამისად, მძღოლების მიმართ კომპანიამ გაატარა ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის ზომა – მათ ათი დღის განმავლობაში შეეზღუდათ მანქანის ტარების უფლება, რაც მძღოლებისთვის შემოსავლის დანაკარგს ნიშნავს. მცირე რაოდენობა აღმოჩნდა მიკროავტობუსებისა, სადაც გასამართია კონდიცირების სისტემა, რაც, რასაკვირველია, კერძო კომპანიის ვალდებულებაა და ის გამართავს ამ ყველაფერს. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ და კომპანია ერთობლივად, რომ მგზავრების გადაადგილება ზაფხულის განმავლობაში მაქსიმალურად კომფორტული იყოს ”, – განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები