მოქალაქეებს 2010-11 წლებში ჩამორთმეული 5 ავტომობილი დაუბრუნდათ

2010-11 წლებში ჩამორთმეული 5 ავტომობილი მოქალაქეებს დაუბრუნდათ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.
„განხილული იყო საკითხი სამართლიანობის აღდგენასთან მიმართებაში, მოქალაქეებს დაუბრუნდათ ავტომობილები. კერძოდ, საუბარია 2010-11 წლებში ფიზიკური პირებისთვის ჩამორთმეულ 5 ავტომობილზე. პროკურატურამ დაადგინა, რომ მათზე და მათ ოჯახის წევრებზე იყო ზეწოლა და ეს მოქალაქეები დაზარალებულად ცნო“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მოქალაქეებს 2010-11 წლებში ჩამორთმეული 5 ავტომობილი დაუბრუნდათ.
2010-11 წლებში ჩამორთმეული 5 ავტომობილი მოქალაქეებს დაუბრუნდათ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.
„განხილული იყო საკითხი სამართლიანობის აღდგენასთან მიმართებაში, მოქალაქეებს დაუბრუნდათ ავტომობილები. კერძოდ, საუბარია 2010-11 წლებში ფიზიკური პირებისთვის ჩამორთმეულ 5 ავტომობილზე. პროკურატურამ დაადგინა, რომ მათზე და მათ ოჯახის წევრებზე იყო ზეწოლა და ეს მოქალაქეები დაზარალებულად ცნო“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები