„კონსერვატორი“ პარლამენტარი გიგა ბუკია, სავარაუდოდ, ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

„კონსერვატიული პარტიის“ წევრი, პარლამენტარი გიგა ბუკია, სავარაუდოდ, ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.
როგორც „კონსერვატორების“ წევრმა ბიძინა გუჯაბიძემ „კვირას“პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არსებობს მოლოდინი, რომ გიგა ბუკიას სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენა დადებითად გადაწყდება.
„მოლოდინი გვაქვს და დიდი ალბათობით ასე იქნება. თუკი გიგა ბუკია მაჟორიტარ დეპუტატად იქნება წარდგენილი, ვიცი, რომ მას ხობში დიდი წარმატება ექნება“, – განაცხადა ბიძინა გუჯაბიძემ.
წინასწარი ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი კანდიდატებს სამეგრელოში წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები