ბიძინა გუჯაბიძე: პაატა კვიჟინაძე „კონსერვატორების“ აღმოჩენა არ არის

პაატა კვიჟინაძე „კონსერვატორების“ აღმოჩენა არ არის. ის ჩამოყალიბებული ბიზნესმენია, რომელსაც ეკონომიკური და ფინანსური საკითხები ბრწყინვალედ ესმის არა მხოლოდ პრაქტიკის დონეზე. ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა, პარლამენტარმა ბიძინა გუჯაბიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმერეთში, გუშინ მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი პაატა კვიჟინაძის შეფასებისას განაცხადა.
„პაატა კვიჟინაძე ჩვენი აღმოჩენა არ არის. მას წლებია, ვიცნობთ. ის იმერეთის რეგიონში ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ასევე იყო ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამფუძებელი, შემდეგ წავიდა რუსეთში, სადაც ჰქონდა ბიზნესი. საქართველოში ჩამოვიდა 2012 წელს და „კონსერვატორებთან“ ერთად შემოვიდა პარლამენტში. ძალიან მდიდარი ბიოგრაფია აქვს. იგი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო და იქაც თავისი სიტყვა თქვა. ის არის ჩამოყალიბებული ბიზნესმენი, რომელსაც ეკონომიკური და ფინანსური საკითხები ბრწყინვალედ ესმის არა მხოლოდ პრაქტიკის დონეზე“, -განაცხადა ბიძინა გუჯაბიძემ.
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა დაიწყო, პაატა კვიჟინაძე ნინო გოგუაძის შემდეგ მეორეა, ვინც „კონსერვატორების“ რიგებიდან დასახელდა. პაატა კვიჟინაძე 2012-2016 წლის მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები