სტამბოლის მერი „მოღალატეების სასაფლაოსთვის“ ადგილს გამოყოფს

სტამბოლის მერმა კადის ტოპბაშმა განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე პირებისთვის „მოღალატეების სასაფლაო“ უნდა გაიხსნას და ამისთვის ის სპეციალურ ადგილს გამოყოფს.
„მე სპეციალური ადგილის გამოყოფის ბრძანება გავეცი, რომელსაც „მოღალატეების სასაფლაო“ დაერქმევა. ყველა, ვინც იქ მივა, მათ დაწყევლას შეძლებს, რათა იმ ქვეყნად ვერ მოიპოვონ სიმშვიდე“, – განაცხადა ტოპბაშმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15 ივლისის ღამით სამხედრო ამბოხება მოხდა. ამჟამად ქვეყანაში ამბოხების მონაწილეებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღების შესაძლებლობა განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები